ჩემი პორტფოლიო
пятница, 5 апреля 2019 г.
вторник, 19 июня 2018 г.
სასწავლო პროექტი- ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები
სასწავლო პროექტი -
ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
: ნუნუ თათანაშვილი
რაიონი: ხაშური
სკოლა: ქალაქ ხაშურის 1-ლი საჯარო სკოლა
თემის დასახელება: ქართველ მწერალთა
ბიოგრაფიები
პროექტის სასწავლო მიზნები: ქართველ მწერალთა
შემოქმედების უკეთ გაცნობა-გაგების მიზნით მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ეპიზოდებს მწერალთა ცხოვრებიდან,
წარმოადგენენ პრეზენტაციებს მათი მოღვაწეობის
შესახებ, წაიკითხავენ ლექსებს, ყურადღებას გაამახვილებენ ტროპულ მეტყველებაზე.
საგანი: ქართული ენა
და ლიტერატურა
კლასი : მე-7
განხორციელების დროის ჩარჩო: ერთი თვე (ნოემბერი)
ეროვნული სასწავლო გეგმა:
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
VII. 7.
8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა
კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები:
დამოუკიდებელი აზროვნება
და შემოქმედებითობა.
კომუნიკაცია და
თანამშრომლობა.
მიზნობრივი კითხვების
ფორმულირება და დასმა.
იდეისა და აზრის
ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი და სიტყვიერი ფორმით.
მოსწავლეები ისაუბრებენ
ქართველ მწერალთა ბიოგრაფიებზე, დასვამენ კითხვებს, ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს,
შეხედულებებს, წაიკითხავენ ქართველი პოეტების ლექსებს: ვაჟა-ფშაველას „სამეფოს სიმღერა“,
აკაკი წერეთლის „სულიკო“, ლადო ასათიანის „ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“, ტიციან ტაბიძის
„რია-რია“, ანა კალანდაზის „საქართველოო ლამაზო,“ „რა ვარ, სტვირი ვარ“, ბესიკ ხარანაულის
‘ლექსები“ და სხვ.
წარადგენენ პრეზენტაციებს,
შეძლებენ თავიანთი ცოდნის სისტემაში მოყვანას.
ზოგადი კითხვა:
რატომ არის მნიშვნელოვანი
ქართველ მწერალთა ბიოგრაფიების ცოდნა?
თემატური კითხვები: რა იცით ვაჟა-ფშაველას
ცხოვრებიდან?
რით არის მნიშვნელოვანი
ლადო ასთიანის შემოქმედება და ცხოვრება?
რა გსმენიათ ტიციან
ტაბიძისა და ანა კალანდაძის ცხოვრების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები: ვინ არის ლადო
ასათიანის ლექსის „ვაჟა- ფშაველას ნაამბობის“ლირიკული გმირი?
რა შეაყვარა ბაბუამ
პოეტს ლექსის გარდა?
როგორ გესმით სიტყვები:
„...ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და თვითონ ლექსი ტკივილი არის“?
ანა კალანდაძის
ლექსში „რა ვარ, სტვირი ვარ“ რას უმღერის სტვირი? რა არის სტვირის დანიშნულება?
რა არის ტიციან
ტაბიძის „რია-რიას“ მთავარი სათქმელი?
როგორი ლექსია ბესიკ
ხარანაულის „ლექსები?“
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი:
პროექტის საწყის
ეტაპზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად ვიყენებ დიაგრამას „ვიცი, მინდა ვიცოდე,
გავიგე“. გონებრივი იერიშის მეთოდით გამოვიწვევ მოსწავლეებს და გამოვკვეთთ თითოეული
ლექსის მთავარ სათქმელს. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები მოძიებენ ინფორმაციას
ქართველ მწერალთა ცხოვრების შესახებ, დაამზადებენ კედლის გაზეთებს, წარადგენენ პრეზენტაციებს,
მოემზადებიან ექსკურსიისთვის მთაწმინდის პანთეონში.
საბაზისო უნარ- ჩვევები:
მოსწავლეებს შეუძლიათ
ინტერნეტში მუშაობა
ინფორმაციის მოძიება
მასალის პრეზენტაცია
პროგრამა word-ში მუშაობა
სასწავლო პროცედურები
პროექტის შესავალი: პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
რა ვიცით ვაჟა-ფშაველას,
ლადო ასათიანის, ანა კალანდაძისა და ტიციან ტაბიძის შესახებ?
რომელ საუკუნეში
მოღვაწეობდა თითოეული მათგანი?
რატომ არის თითოეული
ქართველისთვის მათი პოეზია საყვარელი?
მოსწავლეებს ვთხოვ
მოიძიონ მასალა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები იძიებენ
ინფორმაციას,
მუშაობენ კედლის
გაზეთებზე,
ამზადებენ პრეზენტაციებს,
ემზადებიან ექსკურსიისთვის.
დასკვნითი ნაწილი:
შემაჯამებელი აქტივობის
სახით მოვაწყობთ პროექტის საბოლოო პრეზენტაციას. შემაჯამებელი დავალების სახით ვთხოვ
დაწერონ ესე: „მთაწმინდის პანთეონი - ქართველ მწერალთა სავანე“.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე : არა მყავს
ტექნოლოგია: კომპიუტერი, ინტერნეტკავშირი, ფოტოსურათები,
სახელმძღვანელო.
სასწავლო პროექტი „ქართველ
მწერალთა ბიოგრაფიები“
რეფლექსია
ჩვენი პროექტის სასწავლო მიზანი იყო ქართველი
პოეტების( აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ტიციან ტაბიძე,ლადო ასათიანი , ანა კალანდაძე,
ბესიკ ხარანაული) ბიოგრაფიების შესწავლა.
როცა ქართველად
ხარ დაბადებული და ცხოვრობ საქართველოში, არ გაქვს უფლება არ იცოდე შენი ქვეყნის კულტურა,
ისტორია, მწერლობა, არ იცნობდე იმ ადამიანთა
ცხოვრებას, რომელთაც შექმნეს ქართული კლასიკური მწერლობა, გვაზიარეს პოეზიის მადლსა
და სიდიადეს.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის
შინაარსი და ვადები. ვისაუბრეთ პოეზიაზე, ქართველ პოეტებზე, რომელთა ლექსებიც წარმოდგენილია
ჩვენს სახელმძღვანელოში.
მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით იმუშავეს,მოიძიეს
ცნობები ქართველი პოეტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხეს ლექსები,
ყურადღება გაამახვილეს თითოეული ლექსის მხატვრულ მხარესა და მთავარ სათქმელზე, წარმოაჩინეს
თავიანთი შესაძლებლობები, უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა,შემოქმედებითობა).
ჯგუფურად იმუშავეს კედლის გაზეთებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები power
point-სი დამზადებული,კითხულობდნენ
ლექსებს, ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს, პასუხი გასცეს ზოგად და თემატურ კითხვებს.
პროექტზე მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტით.
ქართ. VII.
7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. VII.
8. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
პროექტის დასასრულს მოვაწყეთ ექსკურსია,მოსწავლეებმა
დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი.
პროექტით გათვალისწინებული შედეგაბი შეესაბამებოდა
ჩვენ მიერ დასხულ მიზანს
https://nunutatanashvili.blogspot.com/
https://nunutatanashvili.blogspot.com/
воскресенье, 22 октября 2017 г.
მწვანე ეზო მწვანე დედამიწა
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება
თავფურცელი
პროექტის სახელწოდება:
|
მწვანე
ეზო, მწვანე დედამიწა
|
რეგიონი
|
შიდა ქართლი
|
სკოლა
|
ხაშურის
#1 საჯარო სკოლა
|
სკოლის
დირექტორი
|
მორის
დანდურიშვილი
|
პროექტის
ავტორი/ავტორები
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
|
პროექტის
საკონტაქტო პირი
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
|
ტელეფონი
|
591056543
591056547
|
ელექტრონული
ფოსტა
|
nunukatatanashvili@gmail.com
|
რომელი
საგნის მასწავლებლები მონაწილეობენ პროექტში
|
გეოგრაფია-ნანა
გაგნიძე
ქართული ენა და ლიტერატურა-ნუნუ თათანაშვილი
|
რომელ
საგანსა და საგნობრივ ჯგუფს შეესაბამება პროექტი
|
საზოგადოებრივი
მეცნიერებები,
ჰუმანიტარული
|
რომელი
კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში
|
7
|
რამდენი
მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში
|
21 მოსწავლე
|
რომელ
საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთან არის დაგეგმილი თანამშრომლობა
|
სკოლის
მოსწავლეები, მოსწავლეების მშობლები, სკოლის
და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა.
|
პროექტის
დაწყებისა და დასრულების თარიღი
|
1 ოქტომბერი-
30 ოქტომბერი
|
1.
პროექტის
აღწერა:
პრობლემის აღწერა: (რა პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული,
რა ცვლილებაა საჭირო სკოლასა და თემში პრობლემის მოსაგვარებლად)
გეოგრაფიული გარემოს ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე
მწვავედ და ძნელად გადასაწყვეტია და უმეტესწილად პროგნოზი პესიმისტურია.ხატოვნად შეიძლება
ითქვას, რომ „დედამიწა ავად არის“.ასეთი ტემპით გაგრძელება გარემოს დეგრადაციას, კლიმატის
შეცვლას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, ნიადაგის ეროზიას, ტყეების განადგურებას,
ბიომრავალფეროვნების შემცირებას გამოიწვევს.მსოფლიოს ემუქრება გლობალური საფრთხეები.ამიტომ
მიგვაჩნია,რომ მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ეკოლოგიური კულტურის ამაღლება.სწორი
მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში პრობლემები შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს,
სიცოცხლეს კი დედამიწაზე საფრთხე არ დაემუქროს.
უმძიმესი პრობლემაა ტყეების განადგურება,რაც გამოწვეულია
ხანძრითა და ტყეების უსისტემო ჭრით.აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ადამიანსა და
ბუნებას შორის ჰარმონიული დამოკიდებულება, მოსწავლეთა როლი და აქტივობა, მათი ცნობიერების
ამაღლება ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.
პროექტის მიზნები: როგორ უკავშირდება
პრობლემა ესგ-ს (აკადემიური მიზნები) და თემის საჭიროებებს (საზოგადოებრივი მიზნები),
ესგ-ს რომელ შედეგსა და ინდიკატორს შეესაბამება პროექტი? რომელი კომპეტენციები განუვითარდებათ
მოსწავლეებს?
აკადემიური მიზნები:
გეოგრ.7.2.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის
მოსაპოვებლად.
გეოგრ.7.10.
მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოს დაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
ქართ. 7.4. მოსწავლეს შეუძლია
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
ქართ.7.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა
კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. 7.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის
შერჩევა
მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
საზოგადოებრივი მიზნები:
მოსწავლეები იმსჯელებენ გარემოს დაცვის
პრობლემებსა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად-მოახდენენ
კონცეფციის ანალიზს.
მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,
ბუნებისა და მის ბინადართა მიმართ სიყვარულის გრძნობის გაღრმავება.
დაგეგმილი საქმიანობები:
რა
სახის სათემო და საგანმანათლებლო აქტივობებს ითვალისწინებს პროექტი?
●
რა
სახის ინფორაციის/ცოდნის მოძიება ან შექმნა იქნება საჭირო (უკვე ჩატარებული კვლევების
შესახებ ინფორმაცია, პრეზენტაციის, პოსტერების, ვიდეო-მასალების მოძიება/მომზადება,
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის შემუშავება, მოსწავლეთა საკითხავი მასალის მომზადება/ადაპტირება)?
●
მიუთითეთ
პროექტის (გაკვეთილის/თემატური ერთეულის) განსახორციელებელი საქმიანობები (მოწვეული
სტუმარი, თემში ვიზიტი, გამოფენა-გაყიდვა, გარემოს შესწავლა, სოციუმის გამოკითხვა,
ორგანიზაციის შერჩევა და მოსწავლეების ვიზიტის დაგეგმვა, ექსკურსია და ა.შ.)
●
აღწერეთ,
როგორ აპირებთ პროექტის შედეგების გაზიარებას (ვის მოიწვევთ შეხვედრაზე, რომელ ელექტრონულ
ან სხვა სახის რესურსებს შექმნით და როგორ გაიგებს თქვენი პროექტის შესახებ სასკოლო
საზოგადოება;რა მეთოდებს გამოიყენებთ პროექტის შედეგების გავრცელებისა და გაზიარების
მიზნით?)
●
1. საინფორმაციო
შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან.
პროექტში ჩართული მასწავლებლები მონაწილე მოსწავლეებს დეტალურად გააცნობენ
დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციას და ერთობლივად შეუდგებიან მუშაობას.
1. საინფორმაციო
ბროშურების შექმნა.
მოსწავლეები შექმნიან საინფორმაციო
ბროშურებს , სადაც გამახვილებულია ყურადღება ბუნებაში ქცევის ძირითად წესებზე, ტყის
მნიშვნელობაზე ადამიანთა ჯანმრთელობისათვის.
2. სამუშაო
არეალის ზომების დადგენა.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
საქართველოში არსებულიგარემოს დაცვითი ორგანიზაციის შესახებ და გააცნობენ მეგობრებს.
მოაწყობენ რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ტყის
შვილები“მხატვრულ კითხვა-ინსცენირებას.
3. საჭირო რესურსების
მოძიება.
მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად
დასახავენ საჭირო რესურსების მოძიების გზებს.( ოჯახიდან მოიტანენ ნარგავებსა და ყვავილებს,
ვარდის ბუჩქებს).
4. ისტი-ს პროგრამის
გამოყენებით „სქრინ-შოტ’-ის შექმნა
მოსწავლეები შექმნიან „სქრინ-შოტ“-ს-რუკის ანაბეჭდს, სადაც მიუთითებენ
ლოკალური ტერიტორიის მორფომეტრულ მაჩვენებლებს:პერიმეტრი, ფართობი და ა.შ.
5. სკოლის ტერიტორიის
გამწვანება.
მოსწავლეები დარგავენ ხეების ნერგებს
და ყვავილებს სკოლის ტერიტორიაზე
6. პროექტის
საგამოფენო სტენდის მოწყობა.
მოსწავლეები მოაწყობენ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალის
სტენდს.
7. ეკოთარიღის
დაწესება და აღნიშვნა
მოსწავლეები დააწესებენ ეკოთარიღს
და ყოველი წლის ამ დღეს ახალი ნარგავებითა და ყვავილებით შეავსებენ სკოლის ეზოს.
1. კითხვარის
შევსება
მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას
მოსახლეობაში ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღწერეთ
რა სოციალურ ცვლილებას გამოიწვევს სკოლასა და თემში; რა საგანმანათლებლო პროდუქტები
შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად, რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე ჩაერთვება
პროექტში, რამდენი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას პროექტის შესახებ.
პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება
2მასწავლებელი და 21 მოსწავლე, პროექტის შედეგად
მოსწავლეები გამოიმუშავებენ პროექტზე
მუშაობის შემოქმედებით და გარემოზე პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევებს.
ამაღლდება მოსწავლეთა და მოსახლეობის ეკოლოგიური
ცნობიერება.
მოხდება მოსწავლეებში ბუნებისა და მის ბინადართა
სიყვარულის გრძნობის კიდევ უფრო გაღრმავება.
მოეწყობა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის
„ტყის შვილები“ მხატვრული კითხვა-ინსცენირება.
სკოლის ეზოში დაირგვება ყვავილები
და ხეები.
N
|
საქმიანობა
|
პასუხისმგებელი პირი
|
I კვირა
|
II კვირა
|
III კვირა
|
IV კვირა
|
1.
|
საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე
მოსწავლეებთან.
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
2.
|
საინფორმაციო ბროშურების შექმნა.
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
3.
|
სამუშაო არეალის ზომების დადგენა.
|
ნანა გაგნიძე
მოსწავლეები
|
||||
4.
|
საჭირო რესურსების მოძიება.
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
5.
|
ისტ-ის პროგრამის გამოყენებით სქრინ - შოთ-ის
შექმნა.
|
ნანა გაგნიძე
მოსწავლეები
|
||||
6.
|
სკოლის ტერიტორიის გამწვანება.
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
7.
|
პროექტის საგამოფენო სტენდის მოწყობა.
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
8.
|
ეკოთარიღის დაწესება და აღნიშვნა
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
9.
|
მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება
|
ნანა გაგნიძე
ნუნუ თათანაშვილი
მოსწავლეები
|
||||
სამუშაოს/მომსახურების
დასახელება
|
საცალო
ღირებულება
|
რაოდენობა
|
თანხა
(GEL)
|
სულ
|
|
1.
|
მომსახურება
|
||||
1.1.
|
|||||
1.2.
|
|||||
1.3.
|
|||||
სულ
|
|||||
2.
|
ჰონორარები
|
||||
2.1.
|
|||||
2.2.
|
|||||
2.3.
|
|||||
სულ
|
|||||
3.
|
საოპერაციო
ხარჯები
|
||||
3.1.
|
|||||
3.2.
|
|||||
3.3.
|
|||||
სულ
|
|||||
5.*
|
საბანკო
მომსახურება
|
||||
სულ
|
მახასიათებლები
|
დიახ
|
არა
|
ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შინაარსზე:
პროექტი ითვალისწინებს, მოსწავლეებს
გაუღმავოს ცოდნა და უნარები, რომლებიც მოთხოვნილია სტანდარტით და წარმოადგენს აკადემიური
საგნის საკვანძო შინაარსს, ასევე უკავშირდება საზოგადოებრივ მიზანს
|
||
21-ე საუკუნის უნარები:
მოსწავლეები ივითარებენ 21-ე
საუკუნისთვის საჭირო უნარებს, ისეთებს როგორიცაა კრიტიკული აზროვნება/პრობლემების
გადაჭრა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ეს უნარები სწავლებადი და შეფასებადია.
|
||
ინფორმაციის მოპოვება, გააზრება
და შეფასება:
● პროექტი
ითვალისწინებს ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც ხდება ინფორმაციის მოპოვება, კითხვების
დასმა, წყაროებზე დაყრდნობით პასუხების მოძიება, ინფორმაციის სანდოობის შეფასება;
● დასმული
კითხვები ღიაა და აქვს მრავალფეროვანი პასუხები
|
||
ცოდნის საჭიროება:
● მოსწავლეები
აცნობიერებენ ცოდნის შეძენის საჭიროებას, ესმით კონცეფციები და აქვთ უნარი შექმნან
პროექტით გათვალისწინებული პროდუქტები, მაღალია მათი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა
|
||
წახალისებულია თავისუფალი სიტყვა
და არჩევანი:
● მოსწავლეებს
აქვთ რამდენიმე არჩევანის შესაძლებლობა (ირჩევენ რა სახის პროდუქტს შექმნიან, როგორ
იმუშავებენ, რა დროს დაუთმობენ
|
||
განხილვა და გააზრება:
● პროექტი
ითვალისწინებს შედეგების/პროდუქტების განხილვისა და გააზრების პროცედურებს, მოსწავლეები
კრიტიკულად აფასებენ საკუთარ და მეგობრის ნამუშევარს, იაზრებენ რა ისწავლეს
|
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა:
● სასკოლო
საზოგადოება ინფორმირებულია პროექტის შესახებ;
● სასკოლო
საზოგადოება ჩართულია შესაბამის საქმიანობებში;
● მოსწავლეები
საკუთარ ნამუშევარს წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას
სასკოლო
საზოგადოება - ადგილობრივი თემის ორგანიზებული ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები,
უნივერსიტეტი, სახელმწიფო უწყებები და სხვა.
|
საზოგადოებრივი საქმიანობით
სწავლება
პროექტის“ მწვანე ეზო
მწვანე დედამიწა“რეფლექსია
გარემოს ეკოლოგიური
პრობლემები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.კლიმატის შეცვლა, ჰაერისა და წყლის
დაბინძურება, ნიადაგის ეროზია, ტყეების განადგურება და ბიომრავალფეროვნების შემცირება
მეტად სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს.
მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობაში
ეკოლოგიური კულტურის ამაღლება.ამიტომ გეოგრაფიის მასწავლებელ ნანა გაგნიძესთან ერთად
ჩვენი პროექტის თემად ავირჩიეთ „მწვანე ეზო მწვანე დედამიწა“.
პროექტის განხორციელებისას ვეყრდნობოდი ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტს.
ქართ. VII 4.მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მინაწილეობის
მიღება.
ქართ. VII 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა
კონკრეტულ მიზანსა და
აუდიტორიასთან.
ქართ.
VII 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის
შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
·
გავმართეთ
საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და დეტალურად გავაცანით დაგეგმილი აქტივობები.
·
მოსწავლეებმა
შექმნეს საინფორმაციო ბროშურები, სადაც გამახვილებულია ყურადღება ბუნებაში ქცევის ძირითად
წესებზე, ტყის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გაავრცელეს მოსახლეობაში.
·
მოიძიეს
ინფორმაცია საქართველოში არსებულ გარემოს დაცვითი ორგანიზაციის შესახებ და გააცნეს
მეგობრებს.
·
შეადგინეს
კითხვარი და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით გამოიკითხეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის
მოსახლეობა.
·
მოაწყეს
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ტყის შვილების“მხატვრული კითხვ.მოთხრობა ბუნების დაცვისა
და გაფრთხილების, ტყის ბინადართა მიმართ დიდი სიყვარულის ნათელი მაგალითია.
·
მასალა
განათავსეს სტენდზე.
·
სკოლის
ეზოს გასამწვანებლად დარგეს ვარდის ბუჩქები.
·
დააწესეს
ეკოთარიღი, ოქტომბრის თვის ბოლო კვირის პარასკევი დღე.
იხილეთ https://nunutatanashvili.blogspot.com/
ყოველი წლის ოქტომბრის თვის ბოლო
კვირის პარასკევ დღეს მოსწავლეები ახალ ნარგავებს შემატებენ სკოლის ეზოს.
პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეებმა შეძლეს ძირითადი იდეისა და ინფორმაციისათვის საჭირო მასალის
მოპოვება.გამოუმუშავდათ პრობლემის აღქმის, გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების,კომუნიკაციისა
და თანამშრომლობის უნარი.შეძლეს გლობალური პრობლემის აღქმა და ამ პრობლემის გადასაჭრელად
მოქმედება ლოკალურად.თავიანთი ნააზრევისა და შეხედულებების დაკავშირება თანამედროვეობასთან.
პროექტით გათვალისწინებული შედეგები შეესაბამებოდა
ჩვენ მიერ დასახულ მიზანს.
საზოგადოებრივი საქმიანობით
სწავლება
პროექტის სახელწოდება-
„მწვანე ეზო -მწვანე დედამიწა“
ნანა გაგნიძის რეფლექსია
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა
შეუძლებელია მეცნიერული ცოდნის და საერთო ძალისხმევის გარეშე.ბუნების დაცვა გულისხმობს
არა მარტო ცალკეული კომპონენტების(ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ტყე..)დაცვას, არამედ კომპლექსურ
მიდგომას , მოსახლეობის ეკოლოგიურ და სამართლებრივ განათლებას..
თემის აქტუალობიდან გამომდინარე,პროექტისთვის
ავირჩიეთ“ მწვანე ეზო-მწვანე დედამიწა“.ძირითადი საკითხები ეყრდნობა ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტს.
გეო. VII 2. მოსწავლეს სეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული
ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო. VII 10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოს დაცვითი ღონისძიებების
აუცილებლობა.
პროექტში წარმოჩენილი პრობლემები უკავშირდება
საზოგადოებრივ მიზნებს. მოსახლეობაში ამაღლდეს ეკოლოგიური ცნობიერება. მოსწავლეებს
განუვითარდებათ ბუნებაზე პასუხისმგებლობის, მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების უნარი.
პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე
მე-7 კლასის მოსავლეებთან. ვესაუბრეთ გარემოს დაცვით პრობლემებზე და მათთან ერთად დავგეგმეთ
მომავალი აქტივობები.
მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები, სადაც აღნიშნულია
ბუნებაში ქცევის წესები და ტყეების უდიდესი მნიშვნელობა ადამიანისთვის. ბროშურები დაურიგდა
მოსახლეობას. (სკოლის მიმდებარე ტერიტორია).
მოსწავლეებს მივეცით დავალება მოეძიათ ინფორმაცია
საქართველოში არსებული გარემოს დაცვითი ორგანიზაციების შესახებ.წარმოადგინეს დავალებები,
ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები.
მოსწავლებმა შექმნეს ე.წ. „სქრინშოტი“, სადაც მოცემულია
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ფართობი, პარამეტრი და მანძილები საკვანძო ობიექტებამდე.
მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ კითხვარი და
ჩატარდა გამოკითხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობაში ეკოპრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მოსწავლეებმა გაასუფთავეს სკოლის ეზო და დარგეს
ნარგავები.
ჩატარებული აქტივობების ამსახველი მასალები გამოფინეს
სტენდზე.
დავაწესეთ პროექტის აღმნიშვნელი ეკოთარიღი-ოქტომბრის
თვის ბოლო კვირის პარასკევი, რაც გულისხმობს მოსწავლეების აქტივობას ყოველ წელს ეზოს
გასამწვანებლად. იხილეთ : https://nunutatanashvili.blogspot.com/
პროექტის განმავლობასი მოსწავლეები იყვნენ აქტიურები,
მოტივირებულები,. მოაწყვეს დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები
და სურვილები დაწერეს ფერად ფურცლებზე. გამომუშავებული უნარები სწავლებადი და შეფასებადია.
„ვიაზროვნოთ გლობალურად, ვიმოქმედოთ ლოკალურად“- მოსწავლეები იაზრებენ კონცეფციის არსს.
შედეგები შესაბამისობაშია პროექტის მიზანთან.
Подписаться на:
Сообщения (Atom)