вторник, 19 июня 2018 г.

სასწავლო პროექტი- ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები


სასწავლო პროექტი ­- ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი  : ნუნუ თათანაშვილი
რაიონი: ხაშური
სკოლა:  ქალაქ  ხაშურის 1-ლი საჯარო სკოლა
თემის დასახელება:  ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები
პროექტის სასწავლო მიზნები:    ქართველ მწერალთა შემოქმედების უკეთ გაცნობა-გაგების მიზნით მოსწავლეები  მოიძიებენ საინტერესო ეპიზოდებს მწერალთა ცხოვრებიდან, წარმოადგენენ პრეზენტაციებს მათი  მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხავენ ლექსებს, ყურადღებას გაამახვილებენ ტროპულ მეტყველებაზე.
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი : მე-7
განხორციელების დროის ჩარჩო:  ერთი თვე (ნოემბერი)
ეროვნული სასწავლო გეგმა:  
ქართ. VII. 7.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
VII. 7. 8.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები:
დამოუკიდებელი აზროვნება და შემოქმედებითობა.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა.
იდეისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი და სიტყვიერი ფორმით.
მოსწავლეები ისაუბრებენ ქართველ მწერალთა ბიოგრაფიებზე, დასვამენ კითხვებს, ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს, შეხედულებებს, წაიკითხავენ ქართველი პოეტების ლექსებს: ვაჟა-ფშაველას „სამეფოს სიმღერა“, აკაკი წერეთლის „სულიკო“, ლადო ასათიანის „ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“, ტიციან ტაბიძის „რია-რია“, ანა კალანდაზის „საქართველოო ლამაზო,“ „რა ვარ, სტვირი ვარ“, ბესიკ ხარანაულის ‘ლექსები“ და სხვ.
წარადგენენ პრეზენტაციებს, შეძლებენ თავიანთი ცოდნის სისტემაში მოყვანას.
ზოგადი კითხვა:   რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველ მწერალთა ბიოგრაფიების ცოდნა?
თემატური კითხვები:  რა იცით ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან?
რით არის მნიშვნელოვანი ლადო ასთიანის შემოქმედება და ცხოვრება?
რა გსმენიათ ტიციან ტაბიძისა და ანა კალანდაძის  ცხოვრების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები:  ვინ არის ლადო ასათიანის ლექსის „ვაჟა- ფშაველას ნაამბობის“ლირიკული გმირი?
რა შეაყვარა ბაბუამ პოეტს ლექსის გარდა?
როგორ გესმით სიტყვები: „...ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და თვითონ ლექსი ტკივილი არის“?
ანა კალანდაძის ლექსში „რა ვარ, სტვირი ვარ“ რას უმღერის სტვირი? რა არის სტვირის დანიშნულება?
რა არის ტიციან ტაბიძის „რია-რიას“ მთავარი სათქმელი?
როგორი ლექსია ბესიკ ხარანაულის „ლექსები?“
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი:
პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად ვიყენებ დიაგრამას „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“. გონებრივი იერიშის მეთოდით გამოვიწვევ მოსწავლეებს და გამოვკვეთთ თითოეული ლექსის მთავარ სათქმელს. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები მოძიებენ ინფორმაციას ქართველ მწერალთა ცხოვრების შესახებ, დაამზადებენ კედლის გაზეთებს, წარადგენენ პრეზენტაციებს, მოემზადებიან ექსკურსიისთვის მთაწმინდის პანთეონში.
საბაზისო უნარ- ჩვევები:  
მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში მუშაობა
ინფორმაციის მოძიება
მასალის პრეზენტაცია
პროგრამა word-ში მუშაობა
სასწავლო პროცედურები
პროექტის შესავალი:  პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
რა ვიცით ვაჟა-ფშაველას, ლადო ასათიანის, ანა კალანდაძისა და ტიციან ტაბიძის შესახებ?
რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა თითოეული მათგანი?
რატომ არის თითოეული ქართველისთვის მათი პოეზია საყვარელი?
მოსწავლეებს ვთხოვ მოიძიონ მასალა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პროექტის მსვლელობა:  
მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას,
მუშაობენ კედლის გაზეთებზე,
ამზადებენ პრეზენტაციებს,
 ემზადებიან ექსკურსიისთვის.
დასკვნითი ნაწილი:
შემაჯამებელი აქტივობის სახით მოვაწყობთ პროექტის საბოლოო პრეზენტაციას. შემაჯამებელი დავალების სახით ვთხოვ დაწერონ ესე: „მთაწმინდის პანთეონი - ქართველ მწერალთა სავანე“.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე : არა მყავს
ტექნოლოგია: კომპიუტერი, ინტერნეტკავშირი, ფოტოსურათები,
სახელმძღვანელო.
სასწავლო პროექტი „ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“
რეფლექსია


     ჩვენი პროექტის სასწავლო მიზანი იყო ქართველი პოეტების( აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ტიციან ტაბიძე,ლადო ასათიანი , ანა კალანდაძე, ბესიკ ხარანაული) ბიოგრაფიების შესწავლა.
   როცა ქართველად ხარ დაბადებული და ცხოვრობ საქართველოში, არ გაქვს უფლება არ იცოდე შენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, მწერლობა,  არ იცნობდე იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომელთაც შექმნეს ქართული კლასიკური მწერლობა, გვაზიარეს პოეზიის მადლსა და სიდიადეს.
    პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის შინაარსი და ვადები. ვისაუბრეთ პოეზიაზე, ქართველ პოეტებზე, რომელთა ლექსებიც წარმოდგენილია ჩვენს სახელმძღვანელოში.
    მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით იმუშავეს,მოიძიეს ცნობები ქართველი პოეტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხეს ლექსები, ყურადღება გაამახვილეს თითოეული ლექსის მხატვრულ მხარესა და მთავარ სათქმელზე, წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა,შემოქმედებითობა). ჯგუფურად იმუშავეს კედლის გაზეთებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები power point-სი დამზადებული,კითხულობდნენ ლექსებს, ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს, პასუხი გასცეს ზოგად და თემატურ კითხვებს.
  პროექტზე მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
   ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. VII. 8.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
     პროექტის დასასრულს მოვაწყეთ ექსკურსია,მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი.
  პროექტით გათვალისწინებული შედეგაბი შეესაბამებოდა ჩვენ მიერ დასხულ მიზანს

https://nunutatanashvili.blogspot.com/