четверг, 19 декабря 2013 г.

წრომის ტაძარი (გზამკვლევი)

1.პროექტის სახელწოდება: წრომის ტაძარი( გზამკვლევი)
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):ჩვენს რაიონში ერთ-ერთი ცნობილი კულტურული ძეგლის გზამკვლევის შედგენა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენს მხარეში ცნობილ ადრეული შუა საუკუნეების კულტურის ძეგლს და შეადგინონ ამ ღირსშესანიშნავი ძეგლის გზამკვლევი.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენს რაიონში ცნობილ ქრისტიანული კულტურის ძეგლს, წრომის ტაძარს, შეადგინონ ძეგლის გზამკვლევი.
განუვითარდეთ პატივისცემისა და მოფრთხილების, სიყვარულის გრძნობა საქართველოს დიდებული წარსულის მიმართ.
5.მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
6.ვადები|ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გააფორმებენ და დაწერენ კედლის გაზეთს,
დაამზადებენ ბუკლეტებს,Word.
დახატავენ რუკას,
შეადგენენ გზამკვლევს, Word.
მოაწყობენ პრეზენტაციას, Power point.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოძიებული მასალა, ფურცლები, კალმები,კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მუშაობაში ჩავრთავ ყველა მოსწავლეს, კლასს დავყოფ ჯგუფებად და გავუნაწილებ დავალებებს.
აქტივობა 1. 1-ლი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ძეგლის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.
აქტივობა 2. მე-2 ჯგუფი შეხვდება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, მოისმენენ და ჩაიწერენ მის მონათხრობს ტაძრის შესახებ.
აქტივობა 3. მე-3 ჯგუფი იმუშავებს რუკის შედგენაზე.
აქტივობა 4. მე-4 ჯგუფი იმუშავებს ბუკლეტების დამზადებაზე.
აქტივობა 5. მე-5 ჯგუფი .იმუშავებს კედლის გაზეთის გამოშვებაზე.
აქტივობა 6.  მოვაწყობთ ექსკურსიას, გადავიღებთ ტაძრის ფოტოებს.
აქტივობა 7. პრეზენტაციის გაკეთება.
10.საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის,კომუნიკაციისა და მარტივი კვლევითი
უნარ- ჩვევები.
11.პროექტის ხელმძღვანელები: ნუნუ თათანაშვილი, მარინე რატიანი, ნანა გაგნიძე.
ხელმძღვანელის ელფოსტა: nunukatatanashvili@gmail.com


понедельник, 16 декабря 2013 г.

შეფასების რუბრიკა-"ვეფხისტყაოსანი"

კრიტერიუმი /შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალანაკლებად შეესაბამება შინაარსს.
მეტ- ნაკლებად მოწესრიგებულია,ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალური
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად ორიგინალური
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს.
მოჰყვება ინსტრუქციებს, ტუმცა  ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
მთლიანი შთაბაჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, ან მითხივნების უმრავლესობა არ  არის გათვალისწინებული
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი. გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად, გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულყოფილად არის მიღწეული.

"ვეფხისტყაოსანი" პრეზენტაცია


пятница, 13 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა - "ვეფხისტყაოსანი"

გაკვეთილის თემა

შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’
ნაწყვეტი თავიდან ;წასვლა ავთანდილისაგან ნესტან -დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა’’ 
მასწავლებლის სახელი და გვარი
ნუნუ თათანაშვილი
სწავლების საფეხური
მე-8 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
16
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტზე მუშაობის უნარ - ჩვევის განვითარება, საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ  საკითხებზე.
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.

წინასწარი ცოდნა
იციან ეპიზოდები პოემის ტექსტიდან, იცნობენ პერსონაჟებს,  შეუძლიათ მხტვრულ- გამომსახველობითი საშუალებების მოძიება.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა|გამოწვევა.
აქტივობა1. დრო 5 წთ.
გონებრივი იერიშის მეთოდით გამოვიკითხავ მასალას.
აქტივობა 2. დრო 5 წთ.
მოსწვლეებს ვავალებ გამოთქვან მოსაზრებები ნურადინ- ფრიდონზე.
B ფაზა | გაკვეთილის მსვლელობა .
აქტივობა1. დრო 5 წთ.
ტექსტის სირთულიდან გამომდინარე ვიწყებ კითხვას, ვაკეთებ სათანადო კომენტარს.
აქტივობა 2.დრო 5წთ.
კითხვას ვაგრძელებინებ მოსწავლეებს და ვაკეთებინებ სათანადო კომენტარს.
აქტივობა 3. დრო 5 წთ.
ტექსტის წქკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებ იმუშაონ წყვილებში და დაწერონ ავთანდილისა ვაჭართა დამახასიათებელი თვისებები.
C ფაზა| შეჯამება.
აქტივობა1. დრო 8 წთ.
მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.
აქტივობა 2. დრო 10 წთ.
ვიდეოფილმის ჩვენება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერზე.
საშინაო დავალება;
ტექსტი შინ წასაკითხად.
დასაწერად- თხზულება- ფილმით მიღებული შთაბეჭდილება.




შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე.


მოსწავლეთა ნამუშევრების
ანალიზი,ურთიერთშეფასება.



გამოყენებული რესურსები
მე-9 კლასის სახელმძღვანელო, ავტორები; ვახტანგ როდონაია და სხვები.
კალმები, ფურცლები,პროექტორი.კომპიუტერი.