четверг, 19 декабря 2013 г.

წრომის ტაძარი (გზამკვლევი)

1.პროექტის სახელწოდება: წრომის ტაძარი( გზამკვლევი)
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):ჩვენს რაიონში ერთ-ერთი ცნობილი კულტურული ძეგლის გზამკვლევის შედგენა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენს მხარეში ცნობილ ადრეული შუა საუკუნეების კულტურის ძეგლს და შეადგინონ ამ ღირსშესანიშნავი ძეგლის გზამკვლევი.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენს რაიონში ცნობილ ქრისტიანული კულტურის ძეგლს, წრომის ტაძარს, შეადგინონ ძეგლის გზამკვლევი.
განუვითარდეთ პატივისცემისა და მოფრთხილების, სიყვარულის გრძნობა საქართველოს დიდებული წარსულის მიმართ.
5.მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
6.ვადები|ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გააფორმებენ და დაწერენ კედლის გაზეთს,
დაამზადებენ ბუკლეტებს,Word.
დახატავენ რუკას,
შეადგენენ გზამკვლევს, Word.
მოაწყობენ პრეზენტაციას, Power point.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოძიებული მასალა, ფურცლები, კალმები,კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მუშაობაში ჩავრთავ ყველა მოსწავლეს, კლასს დავყოფ ჯგუფებად და გავუნაწილებ დავალებებს.
აქტივობა 1. 1-ლი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ძეგლის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.
აქტივობა 2. მე-2 ჯგუფი შეხვდება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, მოისმენენ და ჩაიწერენ მის მონათხრობს ტაძრის შესახებ.
აქტივობა 3. მე-3 ჯგუფი იმუშავებს რუკის შედგენაზე.
აქტივობა 4. მე-4 ჯგუფი იმუშავებს ბუკლეტების დამზადებაზე.
აქტივობა 5. მე-5 ჯგუფი .იმუშავებს კედლის გაზეთის გამოშვებაზე.
აქტივობა 6.  მოვაწყობთ ექსკურსიას, გადავიღებთ ტაძრის ფოტოებს.
აქტივობა 7. პრეზენტაციის გაკეთება.
10.საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის,კომუნიკაციისა და მარტივი კვლევითი
უნარ- ჩვევები.
11.პროექტის ხელმძღვანელები: ნუნუ თათანაშვილი, მარინე რატიანი, ნანა გაგნიძე.
ხელმძღვანელის ელფოსტა: nunukatatanashvili@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий