понедельник, 24 февраля 2014 г.

დღე მე - 9

თებერვლის ოცდასამი.დამთავრდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგ კურსი,
intel- პროექტებით სწავლება.
დღეს ჩვენი პროექტების პრეზენტაცია გვქონდა. ვღელავდით, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ჩემმა კოლეგებმა საინტერესო პროექტები წარმოადგინეს.წარმატებებს ვუსურვებ ყველას. მადლობა ჩვენს საყვარელ ნათიას იმისათვის, რომ საოცრად თბილ და სასურველ სამუშაო გარემოს გვიქმნიდა.

суббота, 22 февраля 2014 г.

მე - 8 დღე

დღეს მოსწავლეთა ფასილიტაციის დოკუმენტი შევქმენით.შემდეგ ისევ ჩვენს პროექტებს დავუბრუნდით.შევავსე და დავასრულე ჩემი პროექტის გეგმა. შემდეგ ავტვირთეთ დოკებში და გადავიტანეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ლინკებზე მუშაობა.
ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. ხვალ ჩვენი პროექტების პრეზენტაციაა.წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს და საკუთარ თავს.ჩვენს საყვარელ ნათიას კი მადლობა ყველაფრისთვის.

პროექტის პორტფოლიო 'ადამიანად ყოფნის სევდა"

суббота, 15 февраля 2014 г.

დღე - 7

ესეც ჩვენი მეშვიდე სამუშაო დღე.მოღრუბლული ამინდია, მაგრამ ჩვენი ენერგიული და ხალისიანი ნათია ჩვეულ ფორმაშია. ჩვენც მზად ვართ.
დავიწყეთ სახელმძღვანელოს მეექვსე მოდულის განხილვა.ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკაზე.გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი, ვიმუშავეთ
Power point - ში.ჩვენი ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში, შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.
ძალიან კარგი დღე იყო.  :)

воскресенье, 9 февраля 2014 г.

დღე  მე - 5

ნაბიჯ - ნაბიჯ წინ მივიწევთ.დღეს პროექტის გეგმას დავამატეთ მუშაობის მსვლელობის აღწერა. შევისწავლეთ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები (რაც აუცილებელია პროექტზე მუშაობისას).ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა და პორტფოლიოს ჩანართების გაკეთება.

წინ, მომავლისკენ


суббота, 8 февраля 2014 г.

დღე მე-4

დღეს პროექტის გეგმაზე მუშაობა გავაგრძელეთ.გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე;ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი.გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში, გადავიტანეთ
პროექტის გეგმა დოკებში და დოკებიდან ბლოგზე. თანდათან ვავსებ ჩემს პროექტს.

დღე მე- 4 პროექტის გეგმის პრეზენტაცია


воскресенье, 2 февраля 2014 г.

დღე მე-3
ჩვეულებისამებრ,დღესაც ნაყოფიერი დღე გვქონდა.დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, განვსაზღვრეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის მიზნები 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით. შევისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება.
გარეთ ყინვაა და ქარი. ნამდვილი ხაშურული ზამთარია, მაგრამ ჩვენ ნათია გვყავს და იმდენი სამუშაო გვაქვს, რომ სიცივეს ვერ ვგრძნობთ...

воскресенье, 26 января 2014 г.

დღე მე -2
დღეს 1-ლი მოდულის მე-4 აქტივობა შევისწავლეთ.მოვამზადეთ პუბლიკაცია პროექტებით სწავლების თემაზე, კერძოდ,ბროშურა მშობლებისთვის.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 25 января 2014 г.

დღე 1- ლი

ინტელის ტრენინგი ძალიან შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესოა.
გავეცანი პროექტის ნიმუშებს,ელექტრონულ წიგნზე მუშაობას,გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს. მადლობა საოცრად კარგ ნათიას.