გაკვეთილის გეგმა
მე-8 კლასი
1.გაკვეთილის თემა
|
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი
|
|
2.სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო.მე-8 კლასი
|
|
3.საგანი
მასწავლებლის სახელი გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|
ნუნუ თათანაშვილი
|
|
|
4.მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
|
5.განსაკუთრებული მიდგომების საწიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
და პროფილი
|
არ მყავს
|
|
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
გააზრებული კითხვის,ანალიზისა და მსჯელობის,წარმოსახვის
უნარის განვითარება.
მოსწავლეები შეძლებენ ქართული ხელნაწერების
შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ტექსტის გაგება-გააზრებას,ისაუბრებენ შატბერდის „დიდებული
ლავრისა“ და სამი შატბერდული ხელნაწერის შესახებ. ისტორიული ვითარების გათვალისწინებით
ტექსტში ასახულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის დაინახავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს,შეძლებენ
მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას,წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირის დამყარებას.
|
|
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
|
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის
მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა
და გამოყენება.
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი გამოსვლის
მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული
და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და
აუდიტორიასთან.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
|
|
8.თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1
მუშაობა მთელ კლასთან
დრო 5 წთ.
გამოწვევა
აქტივობა 2
დრო 15 წთ.
აქტივობა 3
დრო 3 წთ.
აქტივობა 4
დრო 5 წთ.
აქტივობა 5
დრო 5 წთ.
აქტივობა 6
დრო 5 წთ.
აქტივობა 7
დრო 5 წთ.
აქტივობა 8
საშინაო დავალება
დრო 2 წთ.
|
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა
და მიზანს.გავახსენებ ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს,ეპიგრაფიკულ ძეგლებს
(ქვაზე წარეწრებს).
მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე იქმნება
ასოციაციური რუკა. შემდეგ ვთხოვ გაიხსენონ უნიკალური ქართული ხელნაწერები,ანდერძ
-მინაწერები.
ვაგრძელებთ საუბარს ქართულ ხელნაწერებზე.
კითხვების საშუალებით ვახდენთ ტექსტის შინაარსის რეალიზებას .
ვაჩვენებ სლაიდებს: ტაძრების ფოტოსურათები,
ხელნაწერების ფოტოები, მახარებლები:იოანე, ლუკა, მათე, მარკოზი, ქართული ხელნაწერების
მოამაგეების ექვთიმე თაყაიშვილის, აკაკი შანიძისა და კორნელი კეკელიძის ფოტოები.
ვაგრძელებ ტექსტის შინაარსის რეალიზებას
კითხვების საშუალებით საწერი მასალის შესახებ: ჭილი, ეტრატი, პალიმფსესტი, ქაღალდი.
მოსწავლეები საუბრობენ საწერი მასალის
დამუშავების სირთულესა და ტექსტის შემოკლებით წერაზე, განმარტავენ ქარაგმის რაობას.
კლასს მივმართავ კითხვით, გაიხსენონ რა
იციან ქართული ნაბეჭდი წიგნისა და სტამბების შესახებ.
მოსწავლეები ისაუბრებენ წიგნის შექმნასთან
დაკავშირებული საინტერესო ტერმინოლოგიის შესახებ.
ვაცნობებ, რომ შემდეგი გაკვეთილიდან ვიწყებთ „ვეფხისტყაოსნის“
შესწავლას და ვავალებ მოიძიონ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები.
|
9. შეფასება
მიმდინარე
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები
კომპიუტერი, პროექტორი.
|
10. საკლასო მენეჯმენტი
|
მე-8 კლასის სახელმძღვანელო,
ელენე მაჭავარიანი -ქართული ანბანის გრაფიკული სისტემა,
საწერი მასალა, დაქარაგმება, ქართული შრიფტები და სტამბები.
„ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა.
ელექტრონული პროგრამები და რესურსები-კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა
power point.
|
11.საგანმანათლებლო რესურსები
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий